ფრანსუა ოლანდის საყვარელმა სასამართლო პროცესი მოიგო
საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის საყვარელს ჟურნალი “ქლოზერი” 15 ათას ევროს გადაუხდის. ჟურნალს სასამართლომ თანხის გადახდა დააკისრა. გამომცემლობამ საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მეგობარ ქალს ჟიული გაიეს მორალური ზიანის გამო 15 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ ფრანგული მედია აცხადებს. ჟიული გაიემ ჟურნალ „ქლოზერს“ უჩივლა, რომელმაც გამოაქვეყნა ფოტოები და დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს მსახიობთან საიდუმლო რომანი აქვს.