თამაზ მეჭიაური: NDI და IRI „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ორკესტრირებულად მუშაობენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის შეფასებით, NDI და IRI „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ორკესტრირებულად მუშაობენ.
მეჭიაურის თქმით, არის მცდელობა, რომ რჩევნების შედეგები ეჭვქვეშ დადგეს.
„არის მცდელობა, რომ, არჩევნების წაგების შემთხვევაში, რომელიც ისედაც გარანტირებული აქვს ”ნაციონალურ მოძრაობას” და მის სატელიტებს, მოხდეს არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება.
ცალსახად, ეს ორგანიზაციები ორკესტრირებულად მუშაობენ ”ნაციონალურ მოძრაობაზე“. ერთგვარი შემზადება ხდება საზოგადოებრივი აზრის, რომ შემოდგომაზე ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგები – სურვილი აქვთ, რომ უკრაინული ვარიანტის მსგავსი რამ აქაც გაიმეორონ, მაგრამ მეეჭვება, ეს მოახერხონ.
ისინი აბსოლუტურად გაკოტრებულები არიან თავიანთ სატელიტებთან ერთად, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან”, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები