დავით ბაქრაძემ სტოკჰოლმში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრები გამართა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრის სახელმწიფო მდივან ულრიკა მოდერთან, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA)ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორთან ელსა ჰოსტადთან და აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროს მირია პეტერსონთან. შეხვედრები შვედეთის სამეფოში, ქ.სტოკჰოლმში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 27-28 აპრილს გაიმართა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 
შეხვედრებზე აღინიშნა ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს დახმარების მნიშვნელობა ქვეყნის მოდერნიზაციისა და განვითარების საქმეში, კერძოდ, შვედეთის უმნიშვნელოვანესი წვლილი საქართველოში წარმატებული რეფორმების განხორციელებაში. ამ კუთხით, დავით ბაქრაძემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ გაწეული დახმარებისთვის; ასევე, სამომავლოდ თანამშრომლობის ახალი ინსტრუმენტების განსაზღვრისა და გაღრმავების იმედი გამოთქვა.

სახელმწიფო მინისტრმა, ასევე,ხაზი გაუსვა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია საზოგადოებისათვის რეფორმებისა და ევროპული დახმარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივაზე საუბრისას შვედური მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შვედეთი მტკიცედ განაგრძობს საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები