თურქეთის ელჩი: თურქეთსა და საქართველოს შორის რაიმე სახის ტერიტორიის გაცვლა არ მომხდარა

თურქეთსა და საქართველოს შორის არ მომხდარა რაიმე სახის ტერიტორიის გაცვლა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებაში.
ლევენთ გუმრუქჩუ განმარტავს, რომ შესაბამისმა უწყებებმა ჩაატარეს ტექნიკური ხასიათის შეხვედრები, ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო მდინარის შეცვლილი კალაპოტის გასწორების მიზნით.
”თურქეთ-საქართველოს საზღვრის შესახებ ბოლო დღეებში პრესაში გავრცელებულ ზოგიერთ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, ყველაზე ნათლად განმარტავს ამ საკითხთან დაკავშირებულ მდგომარეობას.
აქედან გამომდინარე, თურქეთსა და საქართველოს შორის არ მომხდარა რაიმე სახის ტერიტორიის გაცვლა. ამ თვეში, შესაბამისმა უწყებებმა ჩაატარეს ტექნიკური ხასიათის შეხვედრები, ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო მდინარის შეცვლილი კალაპოტის გასწორების მიზნით.
თურქეთ-საქართველოს საზღვარი, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დადგინდა 1970 წელს, რაც აღიარეს მხარეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1992 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას და ჩვენს ქვეყნებს შორის არავითარი სასაზღვრო პრობლემა არ არსებობს”, – აცხადებს ელჩი ლევენთ გუმრუქჩუ.
შეგახსენებთ, რომ თურქულმა გამოცემამ Daily Sabah-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე მდებარე 15 აკრი ფართობის მიწის ნაკვეთი გადასცა. მათი ცნობით, თურქეთმა ამ ტერიტორიაზე კონტროლი მაშინ დაკარგა, როცა მდინარე ჩაკსუმ კალაპოტი შეიცვალა და სასაზღვრო მიწის ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. გამოცემის ინფორმაციით, გასულ კვირას თურქული და ქართული დელეგაციების წარმომადგენლები ერთმანეთს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე თურგოზუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ და შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა.
„საქართველოს მიერ თურქეთის რესპუბლიკისათვის ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს“, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია დემარკაცია დასრულდა საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები