დიმიტრი ლორთქიფანიძე: აღშფოთებული ვარ და ველი საგარეო უწყების განცხადებას

„გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებას მიმართავს. მისი განცხადებით, უწყებას თადარიგი უნდა დაეჭირა და ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, საზღვრის დემარკაციის შესახებ, ინფორმაცია მანამდეც უნდა გავრცელებულიყო.
„გუშინ თურქულ მედიაზე დაყრდნობით გახდა ცნობილი, რომ აჭარაში ჯაყისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე დემარკირებული ხაზის რედემარკაცია მინდინარეობს. გაოგნებული ვარ და ვერ ვმალავ ჩემს აღშფოთებას, ველი საგარეო უწყების პრესსამსახურის განაცხადებას. მაშინ, როდესაც საქართველოს ოფიციალური საზღვრების 39% არ არის დემარკირებული, იცით, რომ სომხეთის საზღვარზე 64 კმ-იანი ზოლი არ არის დემარკირებული. მოულოდნელად ჩუმად, პარტიზანულად, ისე, რომ საზოგადოებამ არ იცის, საგარეო უწყება გამოყოფს დელეგაციას, რომელიც მიემართება თურქეთში და ხელს აწერს კაპიტულანტულ ხელშეკრულებას საზღვრის ერთი მონაკვეთის დემარკაციასთან დაკავშირებით. სულ რომ სიმართლესთან იყოს ეს დაკავშირებული, ჩვენ ამას თურქეთის მედიისგან უნდა ვგებულობდეთ? ვფიქრობ, მიხეილ ჯანელიძის უსახური პოლიტიკური სახე, ამ საკითხში ჩანს, რომ სამინისტროში მენეჯმენტი ნულზეა  დაყვანილი“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები