დიმიტრი ლორთქიფანიძე: მე ვიცი, პრეზიდენტი რამაც გაააღიზიანა

პრეზიდენტი გააღიზიანა იმან, რომ ეს იყო წინასწარი მოლაპარაკებების შედეგი და, შესაბამისად, პირად შეურაცხყოფად მიიღო ის ფაქტი, რომ მას უწევდა სხვისი დაშვებული შეცდომის გამოსწორება, – აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე საპარლამენტო არჩევენების თარიღთან დაკავშირებულ მოვლენებს. ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მაისში პრეზიდენტს მისი დაპირების შესრულება მოუწევს.
„აღმასრულებელი ხელისუფლება ითხოვს, რომ 8 ივლისიდან საარჩევნო რეჟიმი ამოქმედდეს, რაც, პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ლოგიკურია, რადგან ევროპის პრაქტიკიდან გამომდინარე, დაახლოებით ორი თვის ფარგლებში საარჩევნო კამპანია ინიშნება. ეს ნიუანსი, პრაქტიკის დონეზე აქაც იქნა გადმოღებული, მაგრამ პრეზიდენტი ამ დრომდე ჯიუტად დუმს. ეს არ ვიცი მის პიროვნულ თვისებებთან არის დაკავშირებული, თუ როგორ არის, მაგრამ მაისის თვეში მას მისი დანაპირების ასრულება მოუწევს – მაისიდან მან საარჩევნო კამპანია უნდა გამოაცხადოს, რაც საარჩევნო კამპანიას 2 თვით გაახანგრძლივებს და  დამატებით ხარჯებს გამოიწვევს“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები