„გაერთიანებული დემოკრატები“ საკოორდინაციო საბჭოს წევრობას არ აპირებენ

“გაერთიანებული დემოკრატები“ საკოორდინაციო საბჭოში მხოლოდ მეთვალყურის სტატუსით იქნებიან. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას განაცხადა, პარტიაში მსგავსი ფორმატით შექმნილ არცერთ საკონსულტაციო საბჭოს წევრობას არ აპირებენ.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიის შესაძლო გაერთიანებას, ამ ფაქტს ლორთქიფანიძე სკეპტიკურად უყურებს და აცხადებს, რომ დაბალრეიტინგიანი პარტიების გაერთიანება შედეგს არ მოიტანს.
„ინტერპარტიულ ჯგუფში ჩვენი მონაწილეობის ერთადერთი მოტივი საარჩევნო სისტემის შეცვლა იყო. ასი ათასლარიანი დაფინანსების მოპოვების მიზნით ჩვენ ვერანაირ კამპანიაში ვერ მივიღებთ მონაწილეობას. ძალიან კარგად გახსოვთ 2010 წელი. ერთადერთი პოლიტიკოსი იყო მაშინ პარტიის წარმომადგენელი, ქალბატონი ეკა ბესელია, ვინც მისი ასი ათასი დააბრუნა. ყველა დანარჩენმა კი ეს შესანიშნავად გამოიყენა და რა დაიდო დაკორექტირებული სიები, რისთვისაც ასი ათასი აიღეს?
ხელისუფლება ეცდება, ივაჭროს წვრილ ლიფსიტა პარტიებთან, რომელთა რეიტინგიც, ჯამში, შეიძლება არ აღემატებოდეს ორ პროცენტს. თითოეულის რეიტინგი 0.1-0.2 %-ია. ერთობის რელევანტურობას მე ვერ ვხედავ. გამომდინარე იქიდან, რომ ნულზე ნამრავლი ისევ ნულია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ 0.1% პარტიების ჯამი შედეგის ხარისხობრივი შედეგის მომცემი იქნება, მე ასე არ ვფიქრობ. თუ საუბარია ეფექტზე, ეფექტი უნდა მოდიოდეს პოლიტიკურ სივრცეში პიროვნებების შემოყვანით, პარტიის დონეზე და არა ეკლექტურ გაერთიანებებზე. ჩვენ უკვე ვნახეთ, რა ზიანი მოუტანა ასეთმა ეკლექტურმა გაერთიანებამ „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები