THE WALL STREET JOURNAL ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე სტატიას აქვეყნებს
ამერიკული გამოცემა THE WALL STREET JOURNAL ევროკავშირის გეგმებზე საქართველოსთვის, უკრაინისთვის და თურქეთისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
როგორც ამერიკული ბიზნეს-გამოცემა წერს, ეს ამ ქვეყნებს და ევროკავშირს შორის „ახალი პოლიტიკის“ დასაწყისი იქნება.
გამოცემა წერს, რომ ყველაზე დიდ პროგრესს ამ სამ სახელმწიფოს შორის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში საქართველომ მიაღწია, რაც ამ ორგანიზაციამ არაერთხელ აღნიშნა.
მთლიანად უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 120 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება. გამოცემა ვარაუდობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის, თურქეთისთვის და უკრაინისთვის უახლოეს თვეებში იქნება მიღებული.
THE WALL STREET JOURNAL ასევე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ თურქეთისთვის უვიზო მიმოსლის შემოღებას ევროკავშირი მიგრანტების პრობლემის მიუხედავად თანხმდება, სანაცვლოდ თურქეთი საკუთარ ტერიტორიაზე სირიელი ლტოლვილების განთავსების ვალდებულებას იღებს.