დავით ლორთქიფანიძე – ვფიქრობ, „რესპუბლიკური პარტია“ უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე

„რესპუბლიკურ პარტიას“ პულსი არ ესინჯება, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, – აღნიშნული განცხადება „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას გააკეთა.
ლორთქიფანიძის განმარტებით, პარტიის მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან დაბალია, ის ფიქრობს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ შესაძლოა, “ტაიმ-აუტში ” გავიდეს და უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე.
„რესპუბლიკურ პარტიას“ არ ჰყავს პარტნიორები – არჩევნებში არ აპირებენ ვინმესთან ერთად მონაწილეობის მიღებას. ამის შესახებ მათ არაერთხელ განაცხადეს. კარგად იციან საზოგადოების დამოკიდებულებაც. ვფიქრობ, საგარეჯოს არჩევნები ერთგვარი კატალიზატორი და დამაჩქარებელი იყო იმ პროცესებისა, რასაც სრული უნდობლობა ჰქვია მათ მიმართ. შესაბამისად, ასეთი არაადეკვატური განცხადებებიც ცხადყოფს იმას, რომ „რესპუბლიკური პარტია“ შესაძლოა, გავიდეს გარკვეულ ტაიმ-აუტში.
ყველა საკომანდო სიმაღლე მათ აღებული აქვთ: პარლამენტის თავჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო. უშიშროების საბჭო, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე, რომელიც მათი წიაღიდან, გამოსული პოლიტიკოსია, მინისტრები, კომიტეტის თავმჯდომარეები. ეს ყველაფერი მთელი ამ წლების განმავლობაში საკმარისი ნდობის მოპოვების საფუძველი უნდა გამხდარიყო. როდესაც შენ შეგიძლია, რომ ადმინისტრაციული რესურსი იმგვარად მაინც მართო, რომ საკუთარი პარტიის რიგები გაიმდიდრო და ამას ვერ ახერხებ და არჩევნებამდე რჩება ოთხი თვე, ვფიქრობ, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი იფიქრებდა იმაზე, ღირს თუ არა საერთოდ არჩევნებზე გასვლა. მე ვფიქრობ, „რესპუბლიკური პარტია“ ასეთი დილების წინაშე უკვე დგას. როგორც არასდროს, არაპოპულარულია მათი არსებობა ქართულ პოლიტიკაში, შესაბამისად, ვვარაუდობ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების წინაშეც მალე დადგებიან“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები