დავით უსუფაშვილი: თუ მე რამე მეშლება, მიმითითონ და გამოვასწორებ

„თუ მე რამე მეშლება, მოხარული ვარ, მიმითითონ და გამოვასწორებ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბრიუსელში მისი განცხადების გამო დეპუტატების მიერ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ აღნიშნა.
”თუ რამე მე მეშლება, მოხარული ვარ, მიმითითონ და გამოვასწორებ ამას, მაგრამ ჩემს კოლეგებსაც ნუ ეთაკილებათ, თუ მათ ზოგჯერ შევახსენებთ, მივუთითებთ, რომ ეს განცხადებები საქართველოს მთავრობის, დღევანდელი, მისი და კიდევ მისი წინამორბედი პრემიერ-მინისტრების განცხადებებს და კურსს ეწინააღმდეგება. ნუ ექნებათ მერე გაოცებული სახეები, თუ ამის თაობაზე ჩვენ მათ მივუთითებთ იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნის პოზიციაზე, სახელმწიფო ინტერესებზე საუბარი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სამ ”მცირე პრობლემას” ხედავს.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, სამიდან ერთ-ერთი ”ქართული ოცნების” არცთუ ნორჩ ლენინელსა თუ სტალინელს” უკავშირდება, რომელთა ზოგიერთი განცხადება ბრიუსელში ხვდებათ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას დეპუტატები გამოეხმაურნენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის თქმით, მიუხედავად მისი დიდი პატივისცემისა დავით უსუფაშვილისადმი, ”ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ნორჩი ლენინელები და სტალინელები არ ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები