დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩიკაგოში გამართულ საინვესტიციო ”როუდ შოუში” მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების სამ ქალაქში საინვესტიციო ”როუდ შოუ” მიმდინარეობს. პირველი ქალაქი, სადაც გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით პოტენციურ ინვესტორებთან მსგავსი სახის შეხვედრა გაიმართა, ჩიკაგოა.
როგორც ”კვირას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მათივე განმარტებით, ამერიკული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებთან და პოტენციურ ინვესტორებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები