რუსები მაკარევიჩისთვის ორდენების ჩამორთმევის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

ინტერნეტში გავრცელდა პეტიცია ვლადიმერ პუტინის სახელზე, სადაც ხელმომწერები რუსი მუსიკოსის ანდრეი მაკარევიჩისთვის ყველა ორდენისა და წოდების ჩამორთმევას ითხოვენ. დოკუმენტის ავტორები მოსკოვში 15 მარტს გამართლ მუსიკოსის ანტისაომარ მიტინგში მინაწილეობით არიან აღშფოთებულნი.

,,15 მარტს, მაკარევიჩი მაიდანზე მკვლელებთან ერთად ქუჩებში მოძრაობდა და ყვიროდა: ,,ბანდერა დაბრუნდება და დაამყარებს წესრიგს“- აღნიშნულია პეტიციის ტექსტში. ეს მტკიცებულება ავტორებს საშუალებას აძლევთ, გააკეთონ დასკვნა, რომ ,,машина времени“-ს ლიდერი უკრაინაში ხალხის დახოცვის მოწოდებებს აკეთებს, გამოდის, რომ იგი რუსების დახოცვის მომხრეა. ,,ორდენებით რუსეთის ყველაზე ღირსეული ადამიანები უნდა დაჯილდოვდნენ! და ის, რომ მაკარევიჩს ეს ორდენები აქვს, ორდენის ღირსებას ლახავს“,- წერენ პეტიციის ავტორები და ყველა კეთილი ნების პატრიოტ რუსს მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ პეტიციას.

,,ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უკრაინის მოვლენები ამერიკამ და ევროკავშირმა მოამზადა. არ შეიძლება ფაშისტ ნაბიჭვრებს დასაჯიჯგნად მიუგდოთ უკრაინული მოსახლეობა“,- წერენ პეტიციის ავტორები.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი მაკარევიჩის, ვალერია ნოვოდვორსკაიას და ბორის ნემცოვის სახელები ,,რუსეთის გამცემების“ ვირტუალურ სიაში შეიტანეს ვებგვერდზე: ,,предатель. Net”. სიაში ბოლო ადგილზეა ალექსანდრე ნავალნი, რომელიც დარწმუნებულია, რომ რუსეთმა მხარი არ უნდა დაუჭიროს ყირიმის მსგავს რეფერენდუმს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები