დავით უსუფაშვილი: ვიზალიბერალიზაციის პროცესში, საქართველოსთვის დამატებითი პირობების წაყენება არ მოხდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაგეგმილად მიმდინარეობს. როგორც დავით უსუფაშვილმა ევროპელ კოლეგა მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოსთვის დამატებითი პირობების წაყენება არ მოხდება.
”როცა ვიზალიბერალიზაციის პროცესზე ვსაუბრობდი, მოხარული ვიყავი ბატონი პრეზიდენტისგან, კიდევ ერთხელ მომესმინა, რომ საქართველოს ამ პროცესში დამატებით პირობებს და წინაპირობებს არ წაუყენებენ. პროცესი დაგეგმილად მიმდინარეობს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა და იქვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობისა და ხალხის მიღწევა სათანადოდ იქნება შეფასებული.
დავით უსუფაშვილის თქმით, უვიზო რეჟიმის დაწესება ბენეფიტებს არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ ევროპასაც მოუტანს. უსუფაშვილმა ასევე, მადლობა გადაუხადა მარტინ შულცს მისი წვლილისთვის პარლამენტებს შორის ნაყოფიერი თანაშრომლობისთვის.