იანუკოვიჩის სანადირო რეზიდენცია და მკაცრი წესები
სუხოლუჩეში უკრაინის გაქცეული პრეზიდენტის კიდევ ერთი სანადირო რეზიდენცია გაიხსნა. პრეზიდენტი ბოლო დროს აქ ახალ წლამდე ჩავიდა. ამ მიწის ნაკვეთზე უბრალო ხალხი 2007 წლიდან ვეღარ ხვდებოდა, რადგან ის შემოღობეს. სუხოლუჩის ტერიტორიაზე განლაგებულია სახლი, პირადი ნავსაყუდელი, – პატარა სათევზაო ტბებით, ეკლესია, ტირი და აბანო. როგორც ადგილობრივი დაცვა ამბობს, აბანოების გამო სხვა ადგილებიდან იახტები მოდიოდნენ. აქ სროლის ხელოვნებას ცოცხალ არსებებზე სწავლობდნენ. ღობის შიგნით დარბიან ირმები, ტახები, კურდღლები, არიან ხოხბები. მათზე სანადიროდ აშენებულია 800 სასროლი კოშკი. მცველმა საპრეზიდენტო ნადირობის მახასიათებლებზე მოგვიყვა:
„ჩვენ ვიცით, რომ ოთხშაბათ – ხუთშაბათს, ტრადიციულად, პრეზიდენტი თავის თანმხლებ პირებთან ერთად, მოდიოდა. ყველა მცველს გვირიგებდნენ კაშკაშა ჟილეტებს, რომ ტყვია არ მოგვხვედროდა”, -ამბობს რეზიდენციის მცველი ივანი. მას 4000 გრივნას უხდიან. თანამდებობის მისაღებად რამდენიმეთვიანი შემოწმებაა გასავლელი. ამის გარდა, სამსახურში იყო კონკრეტული წესები.„მის მხარეს გახედვა არ შეიძლებოდა და უკამერო ტელეფონი უნდა გვქონოდა “,- გვიამბო ივანმა.