თამაზ მეჭიაური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე: ისინი მე მიკეთებენ უფასო რეკლამას და ჩემგან არაფერი მიდის

“სახელმწიფოსგან ,,რუსთავი 2“ თავისუფალია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატის თქმით, შესაბამისად, რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ სასამართლო პროცესში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა.
“სახელმწიფოსგან ,,რუსთავი 2“ ისედაც თავისუფალი იყო და არის. მე მაწყობს ასეთი მენეჯმენტი, რამდენადაც უფასო რეკლამასა და პიარს მიკეთებენ სხვადასხვა შოუთი. მე მათი ოჯახებისთვის ლუკმა პურის მიწოდებას უზრუნველვყოფ. თუ „რუსთავი 2“-ს შეეცვლება მესაკუთრე, აქედანვე ვთხოვ მას, არ შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა. მე რომ არ ვიყო, მათ საქმე აღარ ექნებათ. ისინი მე მიკეთებენ უფასო რეკლამას და ჩემგან არაფერი მიდის, გარდა პირადი რეიტინგისა, რომელიც ,,რუსთავი 2“-სგან მოვიპოვე“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები