ლევან ბერძენიშვილი: “ევროპის სახალხო პარტია“ ყველა სისულელეს ორგანიზებულად უჭერს მხარს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს

“ევროპის სახალხო პარტია“ ყველა სისულელეს ორგანიზებულად უჭერს მხარს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს, – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, “ევროპის სახალხო პარტია“ თავის მოედანზე დამარცხდა.
,,ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში, პარლამენტში აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერს, მაგრამ იქ მისი პარტნიორი პარტია ყველაფერს უშლის ხელს. ეს გაშიფრული თამაშია. უნდა გითხრათ, რომ “ევროპის სახალხო პარტია“ თავის მოედანზე დამარცხდა. დამარცხება იქნება სხვა კომიტეტზეც და პლენარულ სხდომაზეც”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები