ლევან ბერძენიშვილი: საქართველოს პარლამენტში არიან ლენინის მოყვარულები, რუსეთის მოყვარულებიც და სხვებიც

ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქამიანად არის განწყობილი – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა დავით უსუფაშვილის მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
ბერძენიშვილის აზრით, პარლამენტის თავმჯდომარემ დაინახა ის პრობლემები, რომლებიც გადასაწყვეტია.
“ეს იყო ნათქვამი იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ეს პრობლემები. საქართველოს პარლამენტში არიან ლენინის მოყვარულები, რუსეთის მოყვარულებიც და სხვებიც, მაგრამ ეს ევროპაში აღქმულია, როგორც ხელისუფლების პოზიცია და გვიშლის ხელს. ,,ქართული ოცნება“ თუ არის „ლენინელი“ და „სტალინელი“, მაშინ იქნება პრობლემა ბევრი მიმართულებით. ვფიქრობ, რომ სწორად დასახა უსუფაშვილმა ეს საკითხები და ეს გადასაწყვეტია”,- განაცხადა ბერძენიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სამ ”მცირე პრობლემას” ხედავს.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, სამიდან ერთ-ერთი ”ქართული ოცნების” არცთუ ნორჩ „ლენინელსა თუ სტალინელს” უკავშირდება, რომელთა ზოგიერთი განცხადება ბრიუსელში ხვდებათ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები