Freedom House: პრესის თავისუფლების კუთხით კავკასიაში საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოს აქვს

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom House-მა პრესის თავისუფლების 2016 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, კავკასიის რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ნაწილობრივ თავისუფალი პრესა არსებობს.
რეიტინგში საქართველოს 49 ქულა აქვს მინიჭებული (0 ქულა საუკეთესო შედეგია).
პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, რუსეთი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი არათავისუფალ ქვეყნებად არიან დასახელებული. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებში მოხდვდნენ ასევე მოლოდვა და უკრაინა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს 48 ქულა ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები