პრეზიდენტმა სააღდგომოდ 95 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტით 95 მსჯავრდებული შეიწყალა. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღეს 69 მსჯავრდებული დატოვებს, მათგან 10 ქალბატონი და 2არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე, 26მსჯავრდებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა, მათგან 2 ქალბატონი  და 2 არასრულწლოვანია.
ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალებულთა შორის არ არიან განზრახ მძიმე დანაშაულებზე მსჯავრდებულიპირები.
სულ შეწყალების კომისიამ განიხილა 597 პირის საქმე და  საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები