ხელოვნების ნიმუშები იურისტებისთვის კოშმარად იქცა
ათწლეულების მანძილზე შეუფასებელი ნახატები მიუნხენის ერთ-ერთი ბინის სხვენში ინახებოდა. ისინი კორნელიუს გერლიტს ეკუთვნოდა, რომელიც ნაცისტურ გერმანიაში ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობდა. ტილოები მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც გერლიტის გარდაცვალების შემდეგ სახლში საგადასახდო ინსპექცია შევიდა. ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში, მის სახლში ამ ნახატების გარდა კიდევ 238 ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს. ყველა ნახატი საიდუმლო საცავშია გადატანილი, მათი ნაწილი დაზიანებულია და სპეციალისტები რესტავრაციაზე მუშაობენ. იურისტებს კი წინ დიდი სამუშაო ელით, რათა დაადგინონ, თუ რომელი ნახატი იყო ამ კოლექციიდან კეთილსინდისიერად შეძენილი და რომელი მეორე მსოფლიო ომის დროს, ტყვე ებრაელების სახლებიდან გატაცებული.