ერევანში ავტობუსი აფეთქდა (ვიდეო)

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ავტობუსი აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა ფუგასის ბომბი, რომელიც ერთ-ერთ მგზავრს გადაჰქონდა. ინციდენტის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. პოლიცია მომხდარს ამ ეტაპზე ტერაქტის კვალიფიკაციას არ აძლევს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება. პოლიციის ინფორმაციით, „ბოგდანის“ ტიპის ავტობუსის აფეთქება სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები