ნინო გვენეტაძე არასამთავრობო სექტორის შენიშვნებს არ ეთანხმება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებული ანგარიშის მოსმენის შემდეგ მათ მიერ გამოთქმულ შენიშვნებს უპასუხა.
როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის არასამთავრობო სექტორის შენიშვნებს მოსამართლეთა დანიშვნის და გადაყვანა-დაწინაურების პროცედურებზე არ ეთანხმება.
„ვერ დავეთანხმები შენიშვნას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის გასაუბრებაზე, ისეთ სენსიტიურ თემებს არ ვეხებით, როგორიც არის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დასმული კითხვები. ყველა სენსიტიურ საკითხზე ვსვამთ კითხვებს, თუმცა დასასმელი კითხვების დახვეწაზე მუდივად მუშაობს უმაღლესი საბჭო. რაც შეეხება შენიშვნას იმის შესახებ, რომ არათანაბრ მდგომარეობაში არიან კანდიდატები ჩართული, ამას ნამდვილად ვერ დავადასტურებთ. რაც შეეხება გადაყვანა-დაწინაურების საკითხს, ეს რეგულირდება ”საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 37-ე და 41-ე მუხლებით, სადაც ზოგადი რეგულაციებია მოცემული, ხოლო საბჭოს აქვს ასევე შიდა რეგლამენტი, რომელსაც ვითვალისწინებთ ასეთ დროს. თუკი ისევ იქნება შენიშვნები, საბჭო გაანალიზებს მათ“, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები