გია ვოლსკი: ოპოზიციის პოზიცია ხშირ შემთხვევაში არა მარტო დესტრუქციული, არამედ დამაზიანებელიცაა

მაჟორიტარიზმზე უარის თქმის ეტაპი ჯერ არ დამდგარა, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციის პოზიცია ხშირ შემთხვევაში არა მარტო დესტრუქციული, არამედ დამაზიანებელიცაა.
„ის პოზიცია, რაც დღეს გვაქვს მაჟორიტარებთან დაკავშირებით, უცხო არ არის არცერთი განვითარებული დემოკრატიისთვის. მაჟორიტარიზმი თემაა, რომელიც ქვეყანას სჭირდება, რათა მისი რეგიონების წარმომადგენლობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იყოს გარანტირებული, ისევე როგორც ეს თუნდაც აშშ-ში ან ბევრ ევროპულ ქვეყანაშია, თუმცა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პარტიები განვითარდებიან იმდენად, რომ არ ექნებათ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე შენარჩუნების პრობლემა, არამედ ექნებათ საზოგადოებისთვის საინტერესო პროგრამები;
ამასთანავე, ადგილობრივი ხელისუფლებები, რომლებიც პირველად ავირჩიეთ, იქნებიან გაცილებით უფრო ძლიერნი, რათა რეგიონი ღირსეულად წარმოადგინონ ცენტრალურ ორგანოებში. ასე რომ, ეს ბალანსი – საზოგადოების პოლიტიკური ჩამოყალიბება ამ მიმართულებით, უნდა იქნას უზრუნველყოფილი იმ მომენტისთვის, როცა ჩვენ უარს ვიტყვით მაჟორიტარიზმზე. ვფიქრობთ, ეს ეტაპი ჯერ არ დამდგარა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები