ნიკოლ კიდმანის ქალიშვილს როკვარსკვლავობა სურს
ნიკოლ კიდმანმა განაცხადა, რომ მისი სამი წლის გოგონას – ფეისს როკვარსკვლავობა უნდა. კიდმანის ყველაზე პატარა გოგონამ მამასთან – მუსიკოს კიტ ურბანთან უკვე გაიარა გიტარის კურსები. გოგონასაც უნდა მასთან ერთად სცენაზე დაუკრას. ახლა ამერიკული მუსიკალური ტელეპროექტის ჟიურის წევრის კიტ ურბანის ოჯახი აშშ-ში მიემგზავრება. მასთან ერთადაა ნიკოლის უფროსი ქალიშვილი – 5 წლის სანდეი, რომელიც დაიღალა მუდმივი მოგზაურობით და შინ დაბრუნებაზე ოცნებობს. ის კიტ ურბანის ერთგულ თაყვანისმცემლად ითვლება.
ერთ-ერთ ამერიკულ ტელეშოუში ნიკოლმა მოყვა: “ჩემი გოგონები სცენასთან ყველაზე ახლოს დგანან, რომ უფრო კარგად დაინახონ, როგორ გამოდის მათი მამა. სანდეის უკვე აღარ აქვს დიდი ენთუზიაზმი, თუმცა ფეისი კულისებთან გიტარასთან ერთად დგას და კიტთან ერთად უკრავს. მე ჩემს ქალიშვილს და მის ინტერესებს მხარს ვუჭერ”.
46 წლის ნიკოლ კიდმანს შვილები – იზაბელა და კონორა ყოფილი ქმრისგან ტომ კრუზისგანაც ჰყავს. იმის მიუხედავად, რომ ორივე ბავშვი ნაშვილებია, ნიკოლს ისინი საკუთარ შვილებზე ნაკლებად არ უყვარს. როგორც მსახიობმა განაცხადა, შვილებს დედისგან მხარდაჭერა ყოველთვის ექნებათ.