ბაღდადში განხორციელებული ორი ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა

ერაყის დედაქალაქში განხორციელებული ორი ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, 9 ადამიანი ბაღდადის ჩრდილოეთით საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. 3 ადამიანი კი დედაქალაქის სამხრეთ რაიონში სამხედრო ავტოკოლონაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება `ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები