სურიკოვს უსიამოვნებები ელოდება
დღეს სამუშაო ვიზიტით მოსკოვში მყოფი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და სამხრეთ ოსეთის მთავრობის წევრები, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთისა და სმხრეთ ოსეთის მორიგი სამთავრობო კომისიის სხდომაში – უკან ბრუნდებიან. ჯერ კიდევ მათ ჩამოსვლამდე იყო ცნობილი თიბილოვის და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სერგეი ივანოვის შეხვედრის დეტალები. ვლადისლავ სურიკოვს სამხრეთ ოსეთის პარტნიორებთან შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, რაც ეჭვს იწვევს, რადგან იგი სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის კურატორია. მოსკოველი ექსპერტები საუბრობენ, რომ სურიკოვს უკრაინის მიმართულების გამო ისევ უსიამოვნებები ელოდება და შესაძლოა, სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს მალე ახალი კურატორი ჰყავდეს. ჯერჯერობით ამ მიმართულებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი აკონტროლებს