“ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, იმის მიუხედავად, რომ ეროს რამაზოტი ”იუვენტუსის” გულშემატკივარია”

ჩვენ მართლაც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, იმის მიუხედავად, რომ ეროს რამაზოტი ”იუვენტუსის” გულშემატკივარია, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს იტალიის ელჩის რეზიდენციაში გუშინ გამართულ მიღებაზე განუცხადა.
„მართლაც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, იმის მიუხედავად, რომ იგი ”იუვენტუსის” გულშემატკივარია. ჩვენ წლებია ვმეგობრობთ. მე 11 წელი მილანში ვცხოვრობდი და თვითონაც მილანიდან არის. ჩვენ დიდი სამეგობრო წრე გვყავს. ეროს რამაზოტი განსაკუთრებით იტალიელ ახალგაზრდებს შორის ძალიან პოპულარულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძე ეროს რამაზოტის დღევანდელ კონცერტს დაესწრება, თუმცა, როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მანამდე იტალიაში რამაზოტის კონცერტს არასდროს დასწრებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები