ნიკოლას ბერლინერი: კონგრესმენ რასელის განცხადება აშშ-ის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის პოზიციას არ წამოადგენს

 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, კონგრესმენ სტივ რასელის განცხადება აშშ-ის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის პოზიციას არ წამოადგენს. ”კონგრესის ყველა წევრს აქვს სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მთავარი არის ის, რომ ეს განცხადება არ წამოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის პოზიციას”, – აღნიშნა ნიკოლას ბერლინერმა. ელჩის მოადგილის კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში გამოსვლისას “რესპუბლიკელმა” კონგრესმენმა სტივ რასელმა განაცხადა, რომ რუსეთი დღემდე ყველაფერს აკეთებს პოსტსაბჭოურ სივრცეში საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად და საქართველოში, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ერთნაირი მეთოდებით მოქმედებს. რასელის თქმით, მოსკოვის ქმედებების მიუხედავად, საქართველომ შეძლო სიმტკიცის შენარჩუნება, თუმცა მოსკოვი ცდილობს ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, პრორუსული ხელისუფლების შექმნის იმედით. კონგრესმენი ამბობს, რომ ამ სქემაში მთავარი მოქმედი პირი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც რასელი “რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირესა და მოსკოვის ნდობით აღჭურვილ პირს“ უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები