მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი გოგონას მდგომარეობა მძიმეა

მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი მოზარდი გოგონას მდგომარეობა მძიმეა. როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, 15 წლის გოგონას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, თუმცა რა სახის, ამასთან დაკავშირებით ცნობილი კვლევების ჩატარების შემდეგ გახდება. ამ დროისთვის მოზარდს რენდგენოლოგიური და კომპიუტერული კვლევები უტარდება.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ 15 წლის გოგონა ჩავარდა. მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება გვირაბის შუა ნაწილში დროულად შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები