პან გი მუნი გიორგი კვირიკაშვილს დაუკავშირდა და ვიზიტის გადადების გამო წუხილი გამოთქვა

საქართველო არის კარგი მაგალითი ბევრი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაეროს გენერალური მდივანი საქართველოს მთავრობის მეთაურს დღეს ტელეფონით დაუკავშირდა და წუხილი გამოთქვა, რომ, დღის წესრიგის მოულოდნელი ცვლილების გამო, საქართველოში ვიზიტის გადადება მოუხდა.
ბან კი მუნი მზად არის, მიმდინარე წლის განმავლობაში ეწვიოს საქართველოს, რათა პირადად გაეცნოს ქვეყნის მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების კუთხით მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გაეროს აქტიური ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა გამოხატა მზადყოფნა, ბან კი მუნს მისთვის სასურველ დროს უმასპინძლოს საქართველოში.
მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ შეხვედრა ასევე შედგება გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები