თამარ სანიკიძე: შეიქმნება პლატფორმა, სადაც ჩართულები იქნებიან პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტები
განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის ინფორმაციით, პრემიერისა „აუდიტორია 115“-ის წევრ სტუდენტებთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება პლატფორმა, რომელშიც გაწევრიანებული იქნებიან პროფესორ-მასწავლებლებიც და სტუდენტებიც. სანიკიძის განცხადებით, პლატფორმის წევრები აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ და ანალიზებსაც გააკეთებენ.
„ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა იყო. შეთანხმება შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიზრუნებთ პლატფორმის შექმნაზე, სადაც შესაძლებელი იქნება ამ და კიდევ ბევრი სხვა საკითხის განხილვა, სადაც ჩართულები იქნებიან, როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტები. ეს პლატფორმა იარსებებებს მუდმივად, სადაც მოხდება აზრთა გაცვლა, დაგეგმვა, გარკვეული ანალიზის გაკეთება და ა.შ. რაც შეეხება იმ მიმდინარე საკითხებს, რომლებიც ამ ეტაპზე გადასაწყვეტია, შევთანხმდით დაახლოებით ფორმატზე, მაგრამ აუცილებლად ამაზე საბოლოოდ უკვე ვიტყვით, როდესაც სტუდენტების სხვა მხარესაც შევხვდებით. აუცილებლად პრემიერიც შეხვდება მათ“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ. ამას გარდა, განათლების მინისტრი ვარაუდობს, რომ კონსესუსი შეიძლება შედგეს იმ პუნქტებზე, რომელზეც ყველა თანხმდება.