სამგორის რაიონის გამგებელი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

სამგორის რაიონის გამგებლის თქმით, ის სამსახურებრივ მოვალეობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და თანამდებობაზე იმყოფება. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მამუკა ჩოქური ამჟამად შვებულებაში იმყოფება, რის შემდეგაც სამსახურში დაბრუნებას აღარ აპირებს, თუმცა გამგებელმა „კვირასთან“ აღნიშნული უარყო:
„შვებულებაში ვიმყოფებოდი 4-8 აპრილს, დავბრუნდი და ახლაც სამსახურში ვარ“, – განაცხადა გამგებელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დავით ნარმანიამ შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვას უპასუხა და მან განმარტა, რომ ამჟამად ასეთი რამ არ განხორციელებულა, ზოგადად კი, საკადრო ცვლილებები მერიაში ბუნებრივი პროცესია და ის რაღაც ეტაპზე, როგორც წესი, პერიოდულად ხორციელდება.
„თანამდებობის დატოვების განცხადებით ჯერჯერობით არავის არ მოუმართავს, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ბუნებრივი პროცესია. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს მერიის სისტემაში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები