კახა კალაძე: NDI-სა და IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები საფუძვლიან ეჭვებს იწვევს

NDI-სა და IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები საფუძვლიან ეჭვებს იწვევს, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის ინფორმაციით, მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებენ არა აღნიშნული ორგანიზაციები, არამედ ქართული კომპანიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან.
„რაც შეეხება NDI-სა და IRI-ს, ჩვენ ამ ორგანიზაციებს პატივს ვცემთ, ისინი ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, მაგრამ კვლევა არის სპეციფიური მიმართულება. ამას სჭირდება პროფესიონალი ადამიანები. როგორც ცნობილია, თვითონ ეს ორგანიზაციები არ ახორციელებენ კვლევით სამუშაოებს ველზე, სადაც ხდება ადამიანების გამოკითხვა. ამას აკეთებენ ქართული კომპანიები, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები.
საფუძვლიან ეჭვს, რომ არ ვენდო აღნიშნული კვლევის შედეგებს, მაძვლევს ისიც, რომ მათ მიერ 2012 წლიდან ჩატარებულ ყველა კვლევაში ცდომილება არის დაახლოებით 30-40%. ეს არის კატასტროფა. მაშინ როცა გვეუბნებიან, რომ ცდლომილების საშუალო მაჩვენებელი 2%-ს შეადგენს. ეს იწვევს საფუძვლიან ეჭვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები