თინა ხიდაშელი: გაცილებით უფრო იაფია საკონტრაქტო სამსახური, ვიდრე სავალდებულო სამსახური

საქრთველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის თქმით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდეს და ეს ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არ შეიცვლება, რადგან ეს არ არის მხოლოდ თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
“ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ძალიან მწყობრი რეზერვის სისტემა და ვთქვით, რომ ამ პირობებში და ამ მოცემულობაში სავალდებულო სამსახურის აუცილებლობა არ არის. მეორე საკითხი არის ის, რომ ეს ხომ არ გამოიწვევს საბიუჯეტო რესურსების ზრდას, რაც საბოლოო ჯამში აისახება იმაზე, რომ სხვა კომპონენტებს დააკლდება ფული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს რესურსების ზრდას კი არ გამოიწვევს, არამედ უფრო ეფექტურად ხარჯვის საშუალებას მოგვცემს. გაცილებით უფრო იაფია საკონტრაქტო სამსახური, ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ვიდრე ამ ტიპის სავალდებულო სამსახური, რაც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს,”-განაცხადა თინა ხიდაშელმა გადაცემა “პოლიტიკაში“, სავალდებული სამხედრო სამსახურის გაუქმების საკითხზე საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები