ეკა მიშველაძის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, თბილისის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო

ჟურნალისტ ეკა მიშველაძის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, თბილისის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც ქვემდებარეობით გამოძიების შემდგომი ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოში გადაიგზავნა.
ეკა მიშველაძის თხოვნის საფუძველზე, საქმე გამოსაძიებლად თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცემა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, ჟურნალისტ ეკა მიშველაძის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას დაუბრუნდეს.
როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმის შს სამინისტროსთვის გადაცემა კანონმდებლობის დარღვევაა, რაც გამოძიების დამოუკიდებლობას და ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.
საქმეზე გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის, ან სხვაგვარი ხერხით საიდუმლოების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები