სემეკმა ელექტროენერგიის განაწილების ქსელის წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგეტიკის სექტორში განაწილების ქსელის წესები დაამტკიცა.
როგორც “კვირას“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს, განაწილების ქსელის წესები შესაბამისობაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფუძემდებლურ ნორმებთან.
აღნიშნული ნორმატიული დოკუმენტით დადგინდა ელექტროენერგიის ხარისხის ახალი სტანდარტები, რომელიც ეფუძნება ძაბვის ხარისხის ევროპულ სტანდარტებს EN50160. განაწილების ქსელის წესები მოიცავს ოთხ თავს – გამანაწილებელ ქსელთან მიერთების, გამანაწილებელი ქსელის განვითარების დაგეგმვის, ოპერატიული მართვისა და აღრიცხვის წესებს.
გამანაწილებელი ქსელის წესების მიზანია გამანაწილებელი ქსელების მართვის და ამ ქსელებით სარგებლობის პროცედურების, პირობების, პრინციპებისა, სტანდარტების, ასევე ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობების განსაზღვრა. სემეკ-ის ინფორმაციით, განაწილების ლიცენზიატებს დაევალათ განვითარების 5- წლიანი გეგმების მომზადება ხარჯ-სარგებლიანობის თანამედროვე მეთოდოლოგიის შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები