“ჯერჯერობით არავის აქვს ინფორმაცია, თუ ვინ, სად და რომელ ოლქში იქნება მაჟორიტარი დეპუტატი”

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ომარ ნიშნიანიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ ის ქუთაისის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი იქნება.
კახა კალაძის თქმით, ჯერ სიებზე საუბარი ნაადრევია და, შესაბამისად, ჯერჯერობით არავის აქვს ინფორმაცია, ვინ, სად და რომელ ოლქში იქნება მაჟორიტარი დეპუტატი.
„ძალიან ხშირად ხდება ამ კითხვის დასმა, თუ ვინ იქნება სიაში. ყველაფერს თავის დროზე გაიგებს ამომრჩეველი და ეს თქვენი მეშვეობით მოხდება. უახლოეს მომავალში, ცნობილი იქნება ყველაფერი. მე არ ვიცი, არ მომისმენია ამ ადამიანის განცხადება, რაც შეეხება სიას და თუ ვინ იქნება “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი, უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. სამი თვით ადრე დაიწყება საარჩევნო კამპანია, ამაზეც მოხდება შეთანხმება პრეზიდენტთან და, შესაბამისად, უახლოეს მომავალში გვეცოდინება, რომელ ოლქში ვინ იქნება კანდიდატი,” – აცხადებს კახა კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები