“ყველაფერი მიმდინარეობს ჩვენი მხრიდან ძალიან მშვიდი გარემოს ფარგლებში, წინასაარჩევნო პირობები არის შექმნილი უმაღლეს დონეზე” – მაჭავარიანი

“გრძელდებოდა ეუთო/ოდირის გაშავება, ბულინგი. მათ აბრალებდნენ, რომ თითქოს რაღაც კორუფციული ორგანიზაცია იყო და ა.შ.”, – ამის შესახებ, მმართველი გუნდის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

” კი ბატონო, მოწვევა გავაგზავნეთ, რომ სასპეკულაციო ყველასთვის დაგვეკეტა ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ ისინი მოვიწვიეთ. თუმცა, რაღაც თითიდან გამოწოვილი საბაბით ამბობენ უარს ჩამობრძანებაზე. თუმცა, რეალური მიზეზი არის ის, რომ ისინი რომ დააკვირდებიან არჩევნებს, ყველაფერი მიმდინარეობს ჩვენი მხრიდან ძალიან მშვიდი გარემოს ფარგლებში, წინასაარჩევნო პირობები არის შექმნილი უმაღლეს დონეზე, არჩევნებიც ჩატარდება იმავენაირად, უმაღლეს დონეზე და ისევ მოუწევთ დაწერა, რომ ცესკომ მოახდინა არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ადმინისტრირება და შესაბამისად, იციან, რომ ამაზე კიდევ დამატებითი ბულინგი იქნება მათი მისამართით და შესაბამისად, ისინიც ცდილობენ, რომ ეს ბულინგი თავიდან აირიდონ,“ – აცხადებს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები