ალექსანდრ ვერშბოუ: რუსეთი მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს

რუსეთი მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ ბულგარეთის დედაქალაქში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
“ნატო განაგრძობს საქართველოს დახმარებას, რომელზეც რუსეთი კვლავ ახდენს მნიშვნელოვან ზეწოლას“, – აღნიშნა ვერშბოუმ.
მისივე თქმით, “კრემლის ფარული ჩართულობა ნატოს პარტნიორი ქვეყნების, საქართველოსა და მოლდოვას „გაყინულ“ კონფლიქტებში ქმნის არასტაბილურობის გაურკვეველი დროით გახანგრძლივების საფრთხეს“.
ალექსანდრ ვერშბოუმ ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს თანამშრომლობის გაუმჯობესებას საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შორის, რათა საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობები გაძლიერდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები