ზაქარია ქუცნაშვილი: მე წინააღმდეგი ვარ, რომ მოქალაქეებს პასიური საარჩევნო უფლება წავართვათ

მე წინააღმდეგი ვარ, რომ მოქალაქეებს წავართვათ პასიური საარჩევნო უფლება და პოლიტიკური საქმიანობა მონოპოლიზებული იყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მან არ მოაწერა ხელი იმ ცვლილებებს, რასაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
დეპუტატის მოსაზრებით, ეს იგივეა, რომ ბიზნესის კეთების უფლება მიეცეთ მხოლოდ ფირმებს და აეკრძალოთ მოქალაქეებს.
„მე წინააღმდეგი ვარ, რომ მოქალაქეებს წავართვათ პასიური საარჩევნო უფლება და პოლიტიკური საქმიანობა მონოპოლიზებული იყოს. ეს პოზიცია ჩამოყალიბებული მაქვს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან. ვარ და ვიქნები ჩვენი მოქალაქეების მხარდამჭერი, ვარ დემოკრატიის მხარდამჭერი, მაგრამ არა პოლიტიკური მონოპოლიზაციის კუთხით“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. ცვლილებების ინიციატორი უმრავლესობის 81 წევრია. აღნიშნული პროექტი 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებებით დაგეგმილია საარჩევნო ბარიერის 5%-დან 4%-მდე შემცირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები