ყირიმის მთავრობამ 321 მაღალჩინოსანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
უკრაინელი მაღალჩინოსნები ყირიმის დე ფაქტო მთავრობამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება რესპუბლიკის დე ფაქტო მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულთა სიაშია უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვი, პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არსენ ავაკოვი. სიაში პარტია “უდარისა” და “სვობოდას” ლიდერები: ვიტალი კლიჩკო და ოლეგ ტიაგნიბოკიც მოხვდნენ. სია 321 ადამიანისგან შედგება.