დონალდ ტრამპს 11 სექტემბრის ტერაქტის თარიღი შეეშალა

ამერიკელ მილიარდერს და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს დონალდ ტრამპს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის თარიღი შეეშალა.
„ტრაგედიის დღეს მე მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან ვიმყოფებოდი და პოლიციისა და მეხანძრეების მუშაობას ვუყურებდი“, – განაცხადა ტრამპმა ქალაქ ბუფალოში ამომრჩევლის წინაშე გამოსვლისას.
ამასთანავე, ტრამპმა თქვა, რომ სავაჭრო ცენტრთან არა 11 სექტემბერს, არამედ 11 ივლისს იმყოფებოდა. ამერიკული გამოცემები წერენ, რომ დონალდ ტრამპს, სავარაუდოდ, ეს თარიღი მექანიკურად შეეშალა და მან «nine-eleven»-ის ნაცვლად (11 სექტემბერი), თქვა «seven-eleven» (11 ივლისი), რომელიც ამერიკული სუპერმარკეტების ქსელია. შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად სამი ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები