პაკისტანში დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ 22 პოლიციელი მძევლად აიყვანა

პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში პოლიცია ადგილობრივი დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებს. დამნაშავეებმა 22 პოლიციელი მძევლად აიყვანეს, სამართალდამცველი ორგანოების ექვსი თანამრომელი მათ მოკლეს და დანარჩენების მოკვლითაც იმუქრებიან. ბანდიტებმა ააგეს საკმაოდ ძლიერი დამცავი ნაგებობები და ისინი სპეცრაზმის შტურმისთვის ემზადებიან. ოპერაციაში ვერტმფრენებიც მონაწილეობენ. საერთო ჯამში, აქ 1 600 პოლიციელია მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები