კახა კალაძე: “ქართული ოცნების” ახალი ლიდერების შერჩევის პროცესი დაწყებულია

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ის პრემიერ-მინისტრთან ერთად უკვე აწარმოებს შეხვედრებს იმ ადამიანებთან, რომლებიც “ქართული ოცნების” ახალი სახეები იქნებიან.
ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცმა “ქრონიკის სტუდიაში” განაცხადა.
მისივე განმარტებით, “ქართული ოცნება” ხალხს განახლებულ პოლიტიკურ კულტურას სთავაზობს.
“ეკონომიკის მიმართულებით ბევრი გვექნება სამუშაო, რადგან ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რაზეც დღეს გვიწევს საუბარი, წარმოუდგენელი იქნება, თუ ქვეყანა არ იქნება ეკონომკურად განვითარებული. ახალი სახეები უნდა იყვნენ განათლებული ადამიანები, პროფესიონალები და სუფთა პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები. დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვანაირი გამოწვევები და მე ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ჩვენი გუნდი იქნება ღირსეული ადამიანებით დაკომპლექტებული, რომლებსაც შეეძლებათ, მოსახლეობასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანონ”,- განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც ახალი სახეების ვინაობა არ დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები