ერევანი და მოსკოვი სომხეთისთვის იარაღის მიწოდებაზე შეთანხმების ხელმოწერას გეგმავენ

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში რუსეთისგან იარაღის მიწოდებაზე კონტარქტის გაფორმება იგეგმება. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ არა ნაზარიანმა განაცხადა. ერევანსა და მოსკოვს შორის 200 მილიონი დოლარის ოდენობის შეღავათიან კრედიტზე შეთანხმება 2015 წელს შედგა. კრედიტის ათი წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს. მანამდე რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ რუსეთი იარაღს ერევანსაც და ბაქოსაც აწვდის და ინტერესთა ბალანსს იცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები