ეგვიპტემ ოფიციალურად აღიარა, რომ რუსული ავიალაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ტერაქტი იყო

კაირომ ოფიციალურად აღიარა, რომ რუსული ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, რომელიც შარმ-ელ შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, ტერაქტი გახდა. ამჟამად რუსული ავიალაინერის კატასტროფის გამოძიების მასალები ეგვიპტის უმაღლეს პროკურატურაშია გადაგზავნილი. ლაინერის ჩამოვარდნის გამოძიება რუსეთმაც ჩაატარა. ის, რომ A321 სინაის ნახევარკუნძულზე ტერორისტებმა ააფეთქეს, რუსეთის საგამოძიებო ორგანოებმა ამ ფაქტიდან ორ თვეში აღიარეს.
როგორც ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამეხ შუკრიმ განაცხადა, კაირო არ თვლის საკუთარ თავს „კოგალიმავიას“ თვითმფრინავის მგზავრების დაღუპვაში დამნაშავედ, ვინაიდან ეგვიპტე თავად გახდა ტერორიზმის მსხვერპლი.
შეგახსენებთ, რომ „კოგალიმავიას“ თვითმფრინავი, რომელიც რუსეთში მიფრინავდა, ეგვიპტეში 2015 წლის 31 ოქტომბერს ჩამოვარდა. მის ბორტზე მყოფი 217 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები