„ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში 100 ადამიანი მძევლად აიყვანა

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყის ქალაქ ფალუჯაში 100-მდე ადამიანი მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ ერაყის ტელეარხი Alsumaria იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტებმა ტყვედ აყვანილი ხალხი ციხეებში ჩასვეს და ისინი ერაყის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. ამჟამად ერაყის არმია ფალუჯის მახლობლად ოპერაციას ატარებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქის ზოგიერთი რაიონი ტერორისტებისგან უკვე გათავისუფლებულია. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ „ბოევიკები“ იმ ადამიანებს ხოცავენ, რომლებიც ქალაქიდან გასვლას ცდილობენ. ფალუჯის მოსახლეობა „ისლამურ სახელმწიფოს“ „ცოცხალ ფარად“ სჭირდება ერაყის ჯარის შეტევის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები