ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვება წარუმატებლად დასრულდა

ჩრდილოეთ კორეის სამხედროების მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვება წარუმატებლად დასრულდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სამხრეთ კორეის სააგენტო „იონჰაპი“ იუწყება, რომ ეს „მუსუდანის“ კლასის რაკეტა იყო, რომლის ფრენის მანძილი 3 ათას კილომეტრს შეადგენს. ეს სავსებით საკმარისია, რომ რაკეტამ იაპონიაში და გუამზე შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებამდე მიაღწიოს.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთურობამ ასევე განაცხადა, რომ მან ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვება დააფიქსირა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები