იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა

სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი დაშავდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მიწისძვრის მაგნიტუდამ 6,4 შეადგინა. თავდაპირველად ინფორმაცია ერთი დაღუპულის შესახებ გავრცელდა. ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ ნანგრევების ქვეშ კიდევ რჩებიან ადამიანები.
მიწისძვრის დროს ათასობით ადამიანმა თავისი საცხოვრებელი დატოვა. ქალაქ მასინის მკვიდრთა უმეტესობამ ღამე ქუჩაში გაატარა.
მიწისძვრის შემდეგ ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები