პუტინი ე.წ. “სამხრეთ ოსეთის დაკარგვაში” სააკაშვილს ადანაშაულებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მიერ ე.წ. “სამხრეთ ოსეთის დაკარგვაში” ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა. ამის შესახებ პუტინმა ჟურნალისტებს „პირდაპირი ხაზის“ შემდეგ განუცხადა.
„მე ამ საკითხზე პოზიცია არაერთხელ დამიფიქსირებია. მიმაჩნია, რომ ეს საქართველოს ყოფილი პრზიდენტის კარდინალური სტრატეგიული შეცდომაა. მან შეიარღებული აქცია დაიწყო, რომელიც არანაირად არ იყო გამართლებული, და ამის შედეგად ეს ტერიტორია დაკარგა – ეს მისი ბრალია“, – განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიოდებლობა 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა,.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები